ვინ არის ყოფილი პარლამენტარი, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ლაზარე ჯორბენაძეს ესაუბრა
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თამაზ გელაშვილი ამბობს, რომ სავარაუდო სუიციდამდე რამდენიმე საათით ადრე ლაზარაძე ჯორბენაძე მას ესაუბრა და საგამოძიებო უწყებისგან გამოკითხვას ითხოვს - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე აწვდის.
როგორც ჩუბინიძე აცხადებს, თამაზ გელაშვილმა თავად სთხოვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გაევრცელებინა.
ირკვევა, რომ ყოფილი დეპუტატს გარდაცვლილი ლაზარე-ზურაბ ჯორბენაძე იურიდიულ მომსახურებას უწევდა.
ბატონმა თამაზ გელაშვილმა მთხოვა, რომ გამეჟღერებინა ჟურნალისტების და გამოძიების წინაშე, რომ ითხოვს დაკითხონ. ბატონი, აწ განსვენებული ჯორბენაძე იყო მისი ადვოკატი. გარდადცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, წინა ღამით, როგორც ბატონმა თამაზმა მითხრა, მას ლაზარე ჯორბენაძესთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი. ახლა თქვენ როგორ ფქირობთ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ბატონმა თამაზ გელაშვილმა გიჟი დაიქირავა ადვოკატად?
რისთვის მიბარებენ მე ისიც არ ვიცი. მთელი ეს სპეცსამსახურები, ეს ბინძური მედია, შალვა რამიშვილის პოსტ-ტვ და ქართული ოცნების ელისო კილაძეები შემომისიეს. ამის უკან დგას ოფიციოზი. ამის უკან დგას ეს ბინძური ხალხი. ამის უკან დგას ის 1200 კოვერტის ადრესატი, რომელიც პატიმარი გიორგი ლილუაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავის ბინაში იპოვეს და იმ 1200 კონვერტს ყველას თავისი სახელი და გვარი ჰქონდა. დიდი ალბათობით, ზოგს ალბათ ირაკლი ჯანყარაშვილი ეწერა, ზოგს ალბათ ნინო ჯღარკავა ეწერა. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ესენი მე როგორ მეპყრობიან და იმ კაცს რას უზამდნენ. არ იცის ეს ირაკლი კობახიძემ? ესენი აკეთებენ ამას", - ამბობს დიტო ჩუბინიძე.
ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით კითვები ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილმა პრემიერმა დასვა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.