ნია იმნაძემ წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი და მოაკვლევინა უდანაშაულო გიგა ავალიანი - ეკა კუპატაძე

10.09.26 14:05
ნია იმნაძემ წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი და მოაკვლევინა უდანაშაულო გიგა ავალიანი - ეკა კუპატაძე

ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესზე დასასწრებად საქალაქო სასამართლოში მოკლული მასწავლებლის დედა მივიდა - ეკა კუპატაძე იმნაძის ბრალეულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ მან წააქეზა მკვლელობაში მსჯავრდებული ალექსანდრე გაბაშვილი და მოაკვლევინა გიგა ავალიანი.

ბაბლზე ზემოქმედება მოახდინა თამარ ნავროზაშვილმა და ახლა ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი სწორედ თაკოს წინა პლანზე გამოსწევს, ალბათ. ესმის ჩემი ხმა, ურცხვად დგას აქ, ჰგონია ჩემზე მანიპულაციას მოახდენს, მე ის ვერაფერს ვერ მიზამს, ჩემსავით მებრძოლი რომ იყო გიორგი ლეკიშვილო, ჩემსავით უნდა გამწარდე. 

ნია იმნაძეს ვედავებით წაქეზებას და დიახ, ის არის ტიპური მანიპულატორი და თავისი მანიპულაციური ტექნიკებით მან წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი და მოაკვლევინა უდანაშაულო, სპეტაკი, ღირსეული ახალგაზრდა, გიგა ავალიანი," - ამბობს ეკა კუპატაძე.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. 

გამოძიება ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ანასტასია ბერუაშვილს  კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

მსგავსი სიახლეები