განათლებიდან შესაძლებლობებამდე - რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

10.09.26 14:55
განათლებიდან შესაძლებლობებამდე - რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
ანა ლომთაძე Forbes Under 30-ის განათლების კატეგორიის ჟიურის წევრი 

განათლება ერთ-ერთი ის სფეროა, რომლის შედეგიც ყოველთვის მყისიერად არ ჩანს. ზოგჯერ მისი გავლენა ერთი ადამიანის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯში, წლების შემდეგ შექმნილ იდეაში, ახალ აღმოჩენაში ან პროფესიულ გზაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ვლინდება. სწორედ ეს გრძელვადიანი გავლენა აქცევს განათლებას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციად, რომლის შედეგიც არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ საზოგადოების მომავალზეც აისახება.

საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ადამიანების მხარდაჭერა არ ნიშნავს უკვე არსებული შესაძლებლობების ათვისების პროცესში მათ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, თავად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა, რომელიც მათ განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ არის განათლება ჩვენი ერთერთი მთავარი მიმართულება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და მიღებული ცოდნა რეალურ ცვლილებად აქციონ. Forbes Under 30-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ხედვის ნაწილიაეს არის შესაძლებლობა, აღმოვაჩინოთ და დავაფასოთ გამორჩეული ახალგაზრდები, მათი ხედვები და ის ძალისხმევა, რომლითაც ისინი ახალ შესაძლებლობებს ქმნიან, – აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

უფრო დეტალურად კი, რატომ არის განათლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ბანკისთვის ახალგაზრდების აღმოჩენა და გაძლიერება, ანი ლომთაძე ინტერვიუში გვესაუბრება.

განათლება, რომელიც შესაძლებლობად იქცევა

ჩვენი გამოცდილებით, განათლებას ყველაზე დიდი ძალა აქვს მაშინ, როდესაც ის მხოლოდ ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება და ადამიანს მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

სწორედ ამ ხედვით ვუჭერთ მხარს და ვახორციელებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას – სასკოლო განათლებისა და STEM მიმართულებებიდან დაწყებული, ფინანსური განათლებით, საერთაშორისო გამოცდილებითა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნით გაგრძელებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც კითხვების დასმას, ახალი მიმართულებების აღმოჩენას, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას და ახალი გზების ძიებას შეძლებენ. სწორედ ამიტომაც ვუჭერთ მხარს ისეთ პროექტებს, რომლებიც განათლებას პრაქტიკულ გამოცდილებასთან აკავშირებს. საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ მიღებული ცოდნა ახალგაზრდისთვის მხოლოდ სასწავლო პროცესის ნაწილი არ იყოს,არამედ  და ის საკუთარ შესაძლებლობებად, იდეებად და კონკრეტულ მოქმედებად აქციონ”.

რატომ Forbes Under 30?

ამ ხედვას განსაკუთრებულად კარგად ეხმიანება Forbes Georgia Under 30.

როდესაც ვაკვირდებით ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სფეროში უკვე ქმნიან ცვლილებას, მათი წარმატების უკან ხშირად ერთი საერთო რამ დგას – სურვილი, მუდმივად ისწავლონ, განვითარდნენ და მიღებული ცოდნა რეალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად გამოიყენონ.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის Forbes Under 30-ის მხარდაჭერა მხოლოდ ერთი ღონისძიების მხარდაჭერა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახოთ ადამიანები, რომლებიც დღეს საკუთარ სფეროში ახალ იდეებს ქმნიან და ხვალ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების ავტორები გახდნენ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის ჟიურის წევრისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ ახალგაზრდების ისტორიების მოსმენა, რომლებიც ცოდნას კონკრეტულ მიზნად, მიზანს კი – რეალურ შედეგად აქცევენ.

ასეთი ადამიანების შეფასებისას მხოლოდ ის, რაც უკვე შექმნეს, არ არის მნიშვნელოვანი. არანაკლებ საინტერესოა მათი გზა – რა ისწავლეს, რა გამოწვევები გადალახეს, როგორ განვითარდნენ და, რაც მთავარია, როგორ იყენებენ საკუთარ ცოდნას სხვებისთვის ღირებულების შესაქმნელად.

რატომ გვჭირდება ახალგაზრდა ადამიანების აღმოჩენა

ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა მხოლოდ მათ მიერ უკვე მიღწეული შედეგების აღნიშვნას არ უნდა გულისხმობდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დანახვა, რომლებიც ჯერ გზის დასაწყისში არიან, თუმცა უკვე აქვთ იდეა, ცოდნა და სურვილი, რომ რაღაც შეცვალონ.

ხშირად სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ყველაზე მეტად მხარდაჭერა – შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეა გამოსცადონ, ახალი ცოდნა მიიღონ, საერთაშორისო გამოცდილება შეიძინონ ან უბრალოდ დაინახონ, რომ მათ საქმიანობას მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ბანკის მრავალწლიანი გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ როდესაც ადამიანს საკუთარი განვითარების გზის განსაზღვრისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება ეძლევა, შედეგი მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება აღარ არის. მისი ცოდნა, გამოცდილება და მიღწევები შემდეგ უკვე სხვებისთვისაც შეიძლება იქცეს შესაძლებლობად.

ეს არის ის ჯაჭვი, რომლის გაძლიერებაც გვინდა – განათლება ქმნის ცოდნას, ცოდნა აჩენს შესაძლებლობას, შესაძლებლობა კი ცვლილების საფუძველი ხდება.

განათლების გზაზე არ გაჩერდე“ – როგორც დამოკიდებულება

საქართველოს ბანკის „არ გაჩერდე“ ჩვენთვის მხოლოდ სლოგანი არ არის. ეს არის დამოკიდებულება განვითარების მიმართ – სურვილი, მუდმივად ეძებო ახალი გზა, ისწავლო, სცადო და მაშინაც გააგრძელო მოძრაობა, როცა საბოლოო პასუხი ჯერ არ გაქვს.

სწორედ ასეთ ადამიანებს ვხედავთ Forbes Under 30-ის მონაწილეებსა და გამარჯვებულებში. მათ შეიძლება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფეროები, გამოცდილება და მიზნები ჰქონდეთ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ – ისინი არ ჩერდებიან. განათლებაში ინვესტირება კი სწორედ ასეთი ადამიანების მხარდაჭერაა.

საქართველოს ბანკისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ დღეს არსებული შესაძლებლობების გაძლიერებას, არამედ იმ მომავლის შექმნაში მონაწილეობას, რომელშიც ახალგაზრდებს ექნებათ მეტი ცოდნა, მეტი არჩევანი და მეტი შესაძლებლობა, თავად შექმნან ის, რაც ჯერ არ არსებობს.

ამიტომაც გვჯერა განათლების ძალის – და ამიტომაც არ ვჩერდებით.

NS