როგორ შევარჩიოთ გაზის წყლის გამაცხელებელი - რჩევები „თერმო ცენტრისგან“

10.09.26 15:14
როგორ შევარჩიოთ გაზის წყლის გამაცხელებელი -  რჩევები „თერმო ცენტრისგან“

ცხელი წყლის უწყვეტი მიწოდება ყოველდღიური კომფორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, სახლისთვის გაზის წყლის გამაცხელებლის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია როგორც კომფორტის, ისე უსაფრთხოებისა და ენერგიის ეფექტური მოხმარების თვალსაზრისით.

საქართველოში გაზის წყლის გამაცხელებელს ხშირად „კალონკის“ (კალონკა)  ან „გაზის კალონკის“ სახელითაც ვიცნობთ. თანამედროვე მოდელები კი მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი თაობის მოწყობილობებისგან და მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა წარმადობისა და ტექნიკური მახასიათებლის მქონე პროდუქტი შეარჩიოს.

კომპანია „თერმო ცენტრი“, რომელიც 2001 წლიდან გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით ოპერირებს საქართველოში, გირჩევთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც წყლის გამაცხელებლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ შევარჩიოთ გაზის წყლის გამაცხელებელი?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რამდენი ცხელი წყალი გჭირდებათ. გამდინარე გაზის წყლის გამაცხელებლის წარმადობა ლიტრი/წუთით განისაზღვრება. თუ ცხელი წყალი რამდენიმე წერტილში ერთდროულად უნდა გამოიყენოთ, მაგალითად, აბაზანასა და სამზარეულოში, შედარებით მაღალი წარმადობის მოდელი დაგჭირდებათ.

ასევე გასათვალისწინებელია წვის კამერის ტიპი. არსებობს ღია და დახურული წვის კამერის მქონე მოწყობილობები, რომლებიც მონტაჟისა და ჰაერის მიწოდება-გამონაბოლქვის განსხვავებულ პირობებს საჭიროებს. შესაბამისად, კონკრეტული მოდელის შერჩევამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს სივრცე და მისი ტექნიკური შესაძლებლობები.

ყურადღება უნდა მიაქციოთ წყლისა და გაზის წნევასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებში, სადაც წყლის წნევა პერიოდულად იცვლება ან დაბალია. ამიტომ გაზის კალონკის მხოლოდ დიზაინისა და ფასის მიხედვით შერჩევა არ არის რეკომენდებული- მოწყობილობა თქვენი საცხოვრებლის ტექნიკურ პირობებს უნდა შეესაბამებოდეს.

ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია უსაფრთხოებაც. გაზზე მომუშავე მოწყობილობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები, სწორი ვენტილაცია და პროფესიონალური მონტაჟი. სწორედ ამიტომ, გაზის წყლის გამაცხელებლის მონტაჟი აუცილებლად კვალიფიციურ სპეციალისტს უნდა მიანდოთ.

რომელი გაზის წყლის გამაცხელებელი შევარჩიოთ?

თერმო ცენტრის  ასორტიმენტში წარმოდგენილია Ecoon-ისა და Ariston-ის წყლის გამაცხელებლები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საჭიროების, სივრცისა და ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიოს შესაბამისი მოდელი.

Ecoon-ის გაზის წყლის გამაცხელებლები კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ფუნქციურობისა და ფასის ოპტიმალური თანაფარდობა. „თერმო ცენტრში“ ხელმისაწვდომია სხვადასხვა წარმადობის მოდელები, რაც საშუალებას გაძლევთ პროდუქტი ცხელი წყლის მოხმარების საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ.

Ariston-ის  ელექტრო და მოცულობითი წყლის გამაცხელებლები კი აერთიანებს ბრენდის მრავალწლიან გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ფუნქციურობას. ასორტიმენტში წარმოდგენილია მათ შორის დიდი მოცულობის გაზის წყლის გამაცხელებელიც, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო გადაწყვეტაა იმ სივრცეებისთვის, სადაც ცხელი წყლის მოთხოვნა მაღალია.

გამდინარე თუ მოცულობითი წყლის გამაცხელებელი?

გამდინარე გაზის წყლის გამაცხელებელი, იგივე ე.წ. კალონკა, წყალს უშუალოდ მოხმარების პროცესში ათბობს. ის კომპაქტურია და ცხელი წყლის მისაღებად წინასწარ გაცხელებული წყლის მარაგი არ სჭირდება.

გაზის მოცულობითი წყლის გამაცხელებელი კი გაცხელებულ წყალს სპეციალურ ავზში ინახავს და განსაკუთრებით პრაქტიკულია იქ, სადაც ცხელი წყლის მოთხოვნა მაღალია.

საბოლოო არჩევანი ოჯახის წევრების რაოდენობის, ცხელი წყლის მოხმარების, სივრცის ტექნიკური პირობებისა და ბიუჯეტის მიხედვით უნდა გაკეთდეს.

თუ ეძებთ წყლის გამაცხელებელს  „თერმო ცენტრში“ შეგიძლიათ შეარჩიოთ Ecoon-ისა და Ariston-ის სხვადასხვა მოდელი, ხოლო პროფესიონალური გუნდი დაგეხმარებათ თქვენი საჭიროებისთვის შესაბამისი მოწყობილობის შერჩევაში.

NS