ელენე ხოშტარია: იაგო ხვიჩიას ველოდები ჩემს საკანში

10.09.26 15:44
ელენე ხოშტარია: იაგო ხვიჩიას ველოდები ჩემს საკანში

"დროას" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია "გირჩის" წარმომადგენლებს საკანში ელოდება. განცხადება ხოშტარიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის დეკემბერში "გირჩის" ლიდერები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. 

გავიგე, იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ხვდება, ყველასთან მინდა, რომ დავამყარო ურთიერთობაო, ეს არის ჩემი ნიჭიო. ჰოდა, ველოდები ჩემს საკანში. თუ უნდა, მეგობრებიც წამოიყოლოს, ბევრ დროს არ წავართმევ!", - წერს ელენე ხოშტარია. 

2025 წლის დეკემბერში "გირჩის" ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სუს-ის მაშინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ დააორგანიზა - ამის შესახებ "პირველებთან" იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

პოლიტიკოსი არ მალავს, რომ მამუკა მდინარაძესთან ხშირი კომუნიკაცია და ურთიერთობა ჰქონდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თემას, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ოცნების" დამფუძნებელთან იმისთვის არ მისულა, რომ მისი გამოსწორება ეცადა, ან შენიშვნები მიეცა. პოლიტიკოსის თქმით, მის პარტიას ივანიშვილის აზრი აინტერესებდა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.