კაცი, რომელიც პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს, სააპელაციომ დამნაშავედ ქურდობის ნაწილშიც ცნო
მინდია ჭაღიაშვილი, კაცი, რომელიც 5 წლიან პატიმრობას გლდანის ციხეში ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის იხდის, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ქურდობის ნაწილშიც ცნო.
ახალი განაჩენის მიხედვით, ჭაღიაშვილს, რომელიც პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს, ციხეში 7 წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა გამოაცხადა.
თავდაპირველად, მინდია ჭაღიაშვილს თბილისში ერთ-ერთი სახლიდან ძვირადღირებული ტექნიკის მოპარვას ედავებოდნენ. სააპელაციოს განაჩენით, პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ კაცი ქურდობის მუხლში პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.
ჭაღიაშვილის ახლობლები ეჭვობენ, რომ 37 წლის კაცის დაკავება წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უყვებოდა ტვ პირველი მაყურებელს, რომ ამ საქმეში დევს პოლიციის პატაკი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი სახლის ქურდობის შემდეგ მოპარული ნივთები მინდია ჭაღიაშვილის სახლში ინახებოდა.