ავალიანის დედა: ნია იმნაძის ადვოკატი მთელი პროცესი იცინოდა...დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს

10.09.26 19:18
ავალიანის დედა: ნია იმნაძის ადვოკატი მთელი პროცესი იცინოდა...დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ დღევანდელი პროცესი, სადაც განსასჯელის სკამზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ისხდნენ, მისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო.

ეკა კუპატაძის თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი მას უყურებდა და იცინოდა.

"ლეკიშვილი დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს, ნია იმნაძის ჩანაცვლება რომ დამჭირდეს [ციხეში], ლეკიშვილს მაინც ვაგებინებ პასუხს" - ამბობს ეკა კუპატაძე. 

ასევე ავალიანის მონაყოლით ირკვევა, რომ ქალი, რომელიც გიორგი ლეკიშვილს ახლდა, სასამართლოში მიმდინარე პროცესს სათვალეში დამონტაჟებული კამერით იღებდა. 

ლეკიშვილის (ცოლი) სასამართლოს დარბაზში სათვალეებით იღებდა. სათვალეები, რითაც იღებდა, გააძევეს, ჩამოართვეს და შემდეგ ისევ შემოუშვეს. ლეკიშვილი არის შეურაცხადი. ამას ვამბობ დღევანდელი სასამართლო პროცესიდან გამომდინაე. ბოროტი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ შეურაცხადია.  სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი უშნოდ იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ლეკიშვილი არის შეურაცხადი, ის აუცილებლად ფსიქიატრს უნდა ვაჩვენო. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ეს გოგოც შეურაცხადია, იმიტომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე. ნუ ნია იმნაძეს ჩემთვსი არ ეცალა, ის გარეთ აგზავნიდა კოცნებს.  ანასტასია ბერუაშვილზე სერიოზულად აფრენს, ხოლო გიორგი ლეკიშვილი არის უსაბუთო გიჟი. 

ეს არ იყო უბრალო სასამართლო პროცესი.  გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში შერუაცხადად, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი. 

მანდატური შემოვიდა სასამართლო პროცესზე და თქვა, რომ შეამჩნიეს, ლეკიშვილი იყენებდა ტელეფონს, არ ვიცი „ლაივს" უშვებდა თუ იწერდა, მაგრამ მანდატური შემოვიდა შენიშვნით. ლეკიშვილი, ჩემი აზრით, არის შეურაცხადი, დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს, ვფიცავ დედიკო, ლეკიშვილი დღევანდელი სიცილისთვის პასუხს აგებს. მე რომ ნია იმნაძის ჩანაცვლება [ციხეში] დამჭირდეს, ლეკიშვილს მაინც ვაგებინებ პასუხს იმ სიცილისთვის, რომელიც დრეს არ შეუწყვიტავს სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. 

მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.