17 წლის ბიჭის მკვლელობა ლოტკინზე - სავარაუდოდ შეუტყობინებლობის გამო დაკავებულები განყოფილებიდან გაუშვეს
17 წლის ბიჭის მკვლელობა ლოტკინზე - "პირველების" ინფორმაციით, მომხდარზე ოფიციალურად დაკავებულია ერთი პირი, 18 წლის ახალგაზრდა, ხოლო დანარჩენი დაკავებულები თბილისის მთავარი სამმართველოდან სახლში გაუშვეს.
არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი, გამოკითხვაზე დღეს დილით, სავარაუდოდ, შეუტყობინებლობის ბრალდებით გადაიყვანეს, თუმცა დღის ბოლოს სახლში გაუშვეს.
გამომძიებლები ამ დრომდე კითხავენ მოწმეებს, ვინც დაბადების დღის სუფრაზე იმყოფებოდნენ. არ არის გამორიცხული მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.
"პირველების" ინფორმაციით, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მოკლული დათო ნარიმანიძეა. სისხლინი დაპირისპირება მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა ერთ-ერთ "დრაივზე" მოხდა, როცა არასრულწლოვნების ჯგუფი ღამით დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
ჩვენთვის მოწოდებული ცნობებით, ადგილზე ათამდე პირი იმყოფებოდა.
რაც შეეხება დაპირისპირებას, წყაროს ცნობით, მოზარდებმა სადღეგრძელოსს გამო დაიწყეს.
მომხდარ ფაქტზე, მკვლელობის ბრალდებით ასევე არასულწლოვანი რამდენიმე საათის წინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.