თანასოფლელები 50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოზარდის გათავისუფლებას ითხოვენ
აქცია იყო დღეს რუსთავის სასამართლოსთან - თანასოფლელები დაკავებული არასრულწლოვანის გათავისუფლებას ითხოვენ. სასამართლომ 50 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი ისევ პატიმრობაში დატოვა.
ოჯახი ირწმუნება, რომ გარდაცვლილს არასრულწლოვანის გაუპატიურება სურდა, 16 წლის ბიჭი კი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მშობლები მოზარდის უფლებების დასაცავად საზოგადოების დახმარებას ითხოვენ.
გთხოვთ გადამირჩინეთ შვილი, მოგმართავთ დეებს, დამიდგეთ გვერდით. ახლა ჩემს შვილს სჭირდება შველა. ის არის მსხვერპლი და იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ნაცვლად იმისა, რომ გადიოდეს რეაბილიტაციას, ზის ციხეში. პროკურატურაც დარწმუნებულია ჩემი შვილსი უდანაშაულობაში, თუმცა არვიცი, გადაწყვეტილებას რატომ ვერ იღებენ. არიან მომწეები, ვინც ჩემი შვილის უდანაშაულობას ადასტურებენ. ის თავის გადარჩენის მიზნით მოქმედებდა", - ამბობს დაკავებულის დედა.
დანაშაული რუსთავში ორი თვის წინ, ივნისში მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.
ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.