ეს არის გზავნილი, რომ რუსი პროპაგანდისტის შეურაცხყოფა არავის ეპატიება - თორნიკე რაზმაძე
ეს არის გზავნილი, რომ რუსი პროპაგანდისტის შეურაცხყოფა არავის ეპატიება - ასე აფასებს ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.
მისი თქმით, რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციებიც ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება “ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებულ რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას.“
ჩვენ თუ თვალს გადავავლებთ, მათ შორის რუსულ მედიასაშუალებებს, იქ პირდაპირ არის განხილული კონტექსტი და წერია, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებულ რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას. სხვათა შორის, ხშირად, კარგი გამოსავალი ხოლმე, “ქართული ოცნება“ რას უმიზნებს და რას აკეთებს, ამასთან დაკავშირებით რუსულ მედიას გადავავლოთ თვალი, როცა ისინი ამას ეხმაურებიან. მათ არ აქვთ ის მიზანი და საშულება, რომ თავიანთი მოქალაქეები ამ კუთხით მოატყუონ, პროპაგანდისტულად, როგორც “ოცნება“ ატყუებს ქართულ მოსახლეობას, ისინი პირდაპირ ამბობენ და ამ შემთხვევაშიც პირდაპირ თქვეს - აი, რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი დაიცვა ამ აქტით საქართველოს ხელისუფლებამო,- განაცხადა რაზმაძემ
ჟურნალისტი შსს-ს განცხადებასაც გამოეხმაურა და მას „პროპაგანდისტულად“ დადებული პსოტი უწოდა.
ისიც კი არ უთქვამთ, რომ თორნიკემ კობახიძეს აგინაო, ამას ვერ იტყვიან, რადგან აბსოლუტურად სხვა მუხლია, თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, - დასძინა მან.
ცნობისთვის, რუსული მედია სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღდმდეგ აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეს გამოეხმაურა და დაწერა, რომ “სიმონიანის შეურაცხყოფისთვის ქართველი ბლოგერის წინააღმდეგ საქმე აღიძრა“.
- სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში იბარებს იმის გამო, რომ კრემლის პროპაგანდისტებს შეაგინა ფეისბუკზე, ერეკლე მეფის შეურაცხყოფისთვის.