ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილდღეობის ერთადერთ წყაროდ თაღლითობა დატოვა - ლელა ჯეჯელავა

10.09.26 23:26
ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილდღეობის ერთადერთ წყაროდ თაღლითობა დატოვა - ლელა ჯეჯელავა

ივანიშვილის ხელისუფლებამ თაღლითობა დატოვა კეთილდღეობის ერთადერთ წყაროდ დღეს საქართველოში, - ამის შესახებ ეთიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა ჯეჯელავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, რადგან  ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან მიედინება, ვინც გადაწყვიტა, რომ პატიოსანი შრომით ირჩინოს თავი.

სიკვდილსა და შობადობას შორის უარყოფითი სალდო გვაქვს უკვე. ეს არის კატასტროფა.  შრომისუნარიანი, რეპროდუქციული უნარის მქონე ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან მიედინება, ვინც გადაწყვიტა, რომ პატიოსანი შრომით ირჩინოს თავი და ვინც არ ჩათვალა, რომ თაღლითობა შეიძლება იყოს კეთილდღეობის საფუძველი. ის ახალგაზრდები, რომლებიც ქოლცენტრებში არიან დასაქმებული, დიახ, ივანიშვილის ხელისუფლებამ თაღლითობა დატოვა კეთილდღეობის ერთადერთ წყაროდ დღეს საქართველოში. სხვა უბრალოდ დაუკეტა ამ ბავშვებს,- განაცხადა ჯეჯელავამ.