2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველომ ნედლი ნავთობის იმპორტი 100%-ით რუსეთიდან განახორციელა - ალექს რაუფოღლუ სტატისტიკას აქვეყნებს

11.09.26 10:35
2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველომ ნედლი ნავთობის იმპორტი 100%-ით რუსეთიდან განახორციელა - ალექს რაუფოღლუ სტატისტიკას აქვეყნებს

უკრაინის  მთავრობის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველომ ნედლი ნავთობის იმპორტი მთლიანად — 100%-ით — რუსეთიდან განახორციელა. საგანგაშო სტატისტიკას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ უკრაინის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.  

უფრო კონკრეტულად, უკრაინის მთავრობის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 4.6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რაც მთელი მსოფლიოდან საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის 100%-ია. 

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ სირიის იმპორტის 99.8% რუსულ ნედლ ნავთობზე მოდიოდა, სადაც რვა თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 13.5 მილიონი ბარელი იყო.

უნგრეთსა და სლოვაკეთში 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში რუსეთიდან 11.7 მილიონი ბარელი ნავთობი შევიდა. უნგრეთის შემთხვევაში იმპორტირებული რუსული ნედლი ნავთობის წილი 93%-ია, ხოლო სლოვაკეთში 65%.

ასევე, უკრაინის მთავრობის მონაცემების მიხედვით, ჩინეთმა რუსეთიდან 585 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის, ხოლო ინდოეთმა 453 მილიონი ბარელის იმპორტი განახორციელა.