სუს-ის ექს-შეფი ჩვენების მისაცემად ემზადება - გრიგოლ ლილუაშვილი 9 თვიანი დუმილს დღეს დაარღვევს
სუს-ის ექს-შეფი ჩვენების მისაცემად ემზადება - გრიგოლ ლილუაშვილი 9 თვიანი დუმილს დღეს დაარღვევს. "პირველების" ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი დღევანდელ პროცესზე აპირებს ვრცლად ისაუბროს ყველა იმ ბრალდებაზე რომელსაც მას ედავებიან. სხდომა საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე გაიხსნება.
ადვოკატ ლანა ცერცვაძის თქმით, ლილუაშვილი ასევე თავისი ჩვენებით დღეს გამორიცხავს, რომ მან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება მოითხოვოს.
ის ისაუბრებს იმაზე, რომ მისი მხრიდან არანაირი დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. დღევანდელ პროცესზე ცალსახად გამოგირიცხავთ იმას, რომ საპროცესო შეთანხმების განცხადება-მოთხოვნა, დააფიქსიროს გრიგოლ ლილუაშვილმა. არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში, ის თავას არ ცნობს დამნაშავედ. საპროცესო შეთანხმების წინაპირობა არის აღიარება და არჩადენილ დანაშაულს გრიგოლ ლილუაშვილი არ აღიარებს.
საქმის პროკურორს აქვს მოლოდინი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი თავი იმართლებს ყველა ეპიზოდში და დისტანცირდება ყველა იმ პირისგან, ვინც საქმეში ფიგურირებს.
ის მაქსიმალურად ეცდება დისტანცირდეს ანდრია ლილუაშვილისგან, როგორც რაიმე სახის შემხებლობა საქმიანი. თუმცა ამას პირდაპირ გამორიცხავს მათ შორის მიმოწერა. ასევე დარწმუნებული ვარ დისტანცირდეს ყველა იმ პირისგან, ვინც საქმეში ფიგურირებს, მათ შორის სუს-ის იმ თანამშრომლებისგნა, რომელბიც "თაღლითური ქოლ-ცენტრების" საქმეში პირდაპირ იყვნენ ჩართულები და ანდრია ლილუაშვილთან ჰქონდათ კავშირი და დარწმუნებული ვარ ასევე უარყოფს ყველა ფაქტობრივ მოცემულობას. ასევე ვფიქრობ, რომ იდ დროს დაუთმობს იმაზე საუბარს, რა მითითება და ბრძანებაც არ უნდა გაეცა იმ დაცვის წევრებისათვის, რომლებიც შემდეგ მან პირად დაცვაში წაიყვანა სამსახურიდან წასვლის შემდგომ, დაცვის წევრები მას არ დაემორჩილებოდნენ და აუცილებლად იმ წესებით იმოქმედებდნენ, რაც მათ ჰქონდათ დავალებული.
რაც შეეხება საპროცესოს, ვფიქრობ ისინი ელოდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და თქვენ იცით, რომ საპროცესოზე საუბარი შესაძლებელია უკვე შემდეგ ინსტანციაშიც", - ამბობს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მომდევნო კვირაში პროცესი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ კვირის ბოლოს მოსამართლემ განაჩენიც გამოაცხადოს.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.