წინაპრების შეურაცხყოფისთვის პასუხის გაცემის გამო, საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს - ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)
ბლოგერ თორნიკე რაზმაძის წინაარმდეგ დაწყებულ საქმეს სასულიერი პირებიც ეხმაურებიან.
ერთ-ერთი მათგანი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანია, რომელიც წერს, რომ საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო.
ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის და მათ შორის რუსეთის წინაშე.
ის ისტორიული ფაქტი კი დანამდვილებით ვიცით,თუ როგორ უღალატა რუსეთიდან საქართველოში “დასახმარებლად” გამოგზავნილმა გენერალმა ტოტლებენმა ქართველებს ასპინძის ბრძოლაში და დახმარების ნაცვლად დედაქალაქის დაკავება განიზრახა.ამისათვის,სულმნათმა მეფე ერეკლემ კუდით ქვა ასროლინა!
P.S. საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!,- წერს ჯამდელიანი.
ცნობისათვის, თორნიკე რაზმაძემ განაცხადა, რომ შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
პროცესი 29 სექტემბერს ჩაინიშნა.