ბენზინგასამართი სადგურის ავზები ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე - სამეგრელოში საბავშვო ბაღის კარი აღსაზრდელებისთვის ვერ იხსნება
სამეგრელოში ბაღი, რომლის მშენებლობაც სამი მილიონი ლარი დაჯდა, მოზარდებისთვის ვერ იხსნება და სასწავლო პროცესს ვერ იწყებენ. მიზეზი უსაფრთოების ნორმების დაუცველობაა - ირკვევა, რომ ბაღთან არასრულ 5 მეტრში ბენზინგასამართი სადგურია, რომლის ავზები სწორედ ბაღის ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ ფაქტის გამო, სოფელ ინგირის საბავშვო ბაღს ექსპლუატაციაში არ იღებენ.
ადგილობრივი ოპოზიციის თქმით, ზუგდიდის მერიამ კარგად იცოდა რაში იხარჯებოდა ფული და სად შენდებოდა ახალი შენობა. დიდი ალბათობით წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი ისიც, რომ უსაფრათხოების ნორმები აღნიშნულ ტერიტორიაზე დაცული ვერ იქნებოდა. ოპოზიცია გაფლანგულ ფულზე საუბრობს და ადგილობრივი მერიისგან ახსნა განმარტებებს ითხოვს.
"პიორველების" ესაუბრა ბაღის ყოფილ დირექტორს, რომელიც სამსახურიდან გაატავისუფლეს - ხათუნა გოგუას აქვს ეჭვები, რომ ბაღ "წითელქუდას" დაშლა წიანსწარ იყო განზრახული, რათა სხვა ბაღები გადაევსოთ.
როდესაც ტრაქტორებმა მუშაობა დაიწყეს, მე ინჟინერთანაც მივედი, ცენტრის დირექტორსაც ვუთხარი, ამ დადგენილებით დავდიოდი და ყველას ვუხსნიდი - არ შეიძლება ხალხო აქ, იმიტომ, რომ მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული-თქო. ეს ავზები არის ბაღის ეზოში. 17-ში გამათავისუფლეს სამსახურიდან, 18-ში უკვე ცენტრის წარმომადგენელმა ვიღაცა ნანამ ყველა მშობელს დაურეკა თითქმის და უთხრა, რომ ბაღში არეულობა იქნება და გადანაწილდით პირველ ან მეორე ბაღშიო. ხომ არ იკვეთება აქ ვიღაცის პრიადი ინტერესები, რომ სხვა ბაღები გადაივსოს?"- ამბობს ხათუნა გოგუა.