იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა - საქსტატი

11.09.26 11:47
იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა - საქსტატი

საგანგაშო დემოგრაფიული სტატისტიკა - 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ბუნებრივმა მატების მაჩვენებელი უარყოფითია და -4 715-ს შეადგინა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა.

თბილისში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რაოდენობას 424-ით, აჭარაში კი 330-ით გადააჭარბა.

ყველაზე დიდი უარყოფითი ბუნებრივი მატება იმერეთში დაფიქსირდა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 1 626-ით გადააჭარბა. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი 1 134-ით, კახეთი 791-ით, გურია 384-ით და შიდა ქართლი 582-ით.

რაც შეეხება დაბადებულთა სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • თბილისი - 6 889
  • აჭარა - 2 061
  • იმერეთი - 1 985
  • ქვემო ქართლი - 1 982
  • კახეთი - 1 165
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 1 043
  • შიდა ქართლი - 992
  • სამცხე-ჯავახეთი - 621
  • გურია - 352
  • მცხეთა-მთიანეთი - 343
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. დემოგრაფიული მაჩვენებლების დაზუსტებული მონაცემები 2027 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები