პროტესტი მერიასთან - “ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები კახი კალაძისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ

11.09.26 11:57
პროტესტი მერიასთან - “ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები კახი კალაძისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ

პროტესტი დედაქალაქის მერიასთან - სამშენებლო კომპანია “ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები კახი კალაძისგან ახსნა-განმარტებებს გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, მერია უკვე წლებია ჰპირდება, რომ ახალ კორპუსს აუშენებენ, მაგრამ არაფერი იცვლება. თავდაპირველად მარიჯანის ქუჩაზე ახალი ნაგებობა ააშენეს, მაგრამ სანიაღვრე სისტემის  გამო დაანგრიეს.

როგორც ირკვევა, ახალი მშენებელი კომპანია ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის საკუთრებაშია, ის კი დაკავებულია.

დაზარალებულები პასუხებს ელოდებიან, როდის დაიწყება მშენებლობა და როდის გადასცემენ მათ ახალ ბინებს.

თუ ერთი ინვესტორი, ვინც არის, დაკავებულია, სხვას ხომ შეიძლება გადასცენ, კომპეტენტურ ადამიანს, რომელიც სახლს აგვიშენებს. ზევიდან, არ ვიცი, ვინ მფარველობს ამ ჩვენ მშენებლობას და ვინ აძლევს ამ განკარგულებას, ყველანაირად, ყველა კარი დაგვიხშეს, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. 

მსგავსი სიახლეები