ივანიშვილის კრიტიკოსის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე პროკურატურისგან პასუხებს ითხოვენ
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი კრიტიკოსის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე პროკურატურისგან პასუხებს ითხოვენ. აქციების მონაწილე კესო დეკანოსიძე, რომელიც "ქართუ ბანკის" და "სუს"-ის წინ არა-ერთი პროტესტის ორგანიზატორი იყო, ზღვაში იპოვეს. საზოგადეობის ნაწილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა იმ ფონზე, როდესაც გარდაცვალებამდე კესო დეკანოსიძე ვიდეობს წერდა, სადაც ამბობდა, რომ შესაძლოა ის ან მოეწამლათ ან მოეკლათ. აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილის თქმით, ახლა ეს ვიდეოები დეკანოსიძის ფბ-დან გამქრალია და აღარ იძებნება.
მეყანწიშვილი, რომელსაც ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა გარდაცვლილთან, "პირველებს" უყვება, რომ კესო დეკანოსიძის ოჯახს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, რომ გარდაცვლილისთვის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემები დაებრალებინა - "რადგან ის ხმამაღლა იძახდა, რომ დედამისი იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელის ქალი, რომელიც აქტიურად აყალბებდა ჯანმრთელობის ცნობებს".
არაერთხელ ჰქონდა ოჯახს მცდელობა, რომ მისთვის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემები დაებრალებინა, რადგან ის ხმამაღლა იძახდა, რომ დედამისი იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელის ქალი, რომელიც აქტიურად აყალბებდა ჯანმრთელობის ცნობებს. კესო დეკანოსიძის გაუჩინარების ამბავი ეს არის ტყუილი, რადგან გვყავს მოწმეები, ვინც კესო დეკანოსიძემ ნახა 29-30 აგვისტოს საღამოს მარშში ნახეს. ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგნაირად, რომ 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ კესოს, იპოვეს პირვეელ სექსტემბერს ზღვამ გამორიყა. 27-29 აგვისტოს მივიდა რამდენიმე თანამებრძოლთან და სთხოვა დასარჩენი. ვიდეოებიც ჰქონდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კესოს გარდაცვალებიდან ძალიან მალე გაქრობა დაიწყო ამ ვიდეოებმა მისი პირადი გვერდიდან და მათ შორის მიმოწერებმა, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა. ეს მიმოწერები მე და კესოს შორის იყო და გაქრა", - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
აქტივისტების თქმით, 27-29 აგვისტოს კესო დეკანოსიძე რამდენიმე თანამებრძოლთან მივიდა და დასარჩენი სთხოვა - ერთ-ერთი დარეჯან ცხვიტარია იყო. როგორც ცხვიტარია ამბობს, რომ იმ ღამეს კესოს დასარჩენი მოუძებნა, იმის მერე კი თვალით აღარ უნახავს.
ცხვიტარია სხვა აქტივისტებთან ერთად დღეს პროკურატურასთან პასუხების მისაღებად მივიდა.
იყო ჩემთან მოსული და ღამის გასათევს ეძებდა. ღამე უნდა გავათიო და იქნებ, რამე ოთახი მიშოვოო. ის რამე იქ გაათია და მითხრა, დილით დარეჯან აუცილებლად გამოგივლიო, არ გამოუვლია, იმის მერე არ მინახავს. საქართველო ნუ გადააქციეს სასაფლაოდ და სასაკლაოდ ამ ხელისუფლებბამ. კეთილი ინებონ და კითხვებს გასცენ პასუხი", - აცხადებს დარეჯან ცხვიტარია.
მოქალაქეები ასევე ითხოვენ, გაასაჯაროვდეს ქალის ბოლო გადაადგილების მარშრუტი ბათუმში და ამოიღონ მისი მობილური ტელეფონიც.
ადამიანი ამბობდა თავის სიკვდილამდე რამდენიმე დრით ადრე, რომ უპირებენ გაქრობას და მოკვლას. ხომ გვეუბნებიან, რომ თავი მოიკლა და ზღვაში აღმოჩინეს. შესაძლოა, ეს ასცე იყო, მაგრამ გვანახონ კამერის ჩანაწერები, როგორ მიემართება დავუშვათ ბულვარში, ან როგორ მიემართება რაღაცა ამაღლებაზე, რომ იქიდან ჩახტეს ზღვაში", - ამბობს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.
კესო დეკანოსიძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის აგვისტოს ბოლოს გავრცელდა. თვითმხილველთა ცნობით, იგი 29 აგვისტოს გვიან საღამოს ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
4-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 2026 წლის სექტემბრის დასაწყისში, მაშველებმა ბათუმის ზღვაში მისი ცხედარი იპოვეს.
კესო დეკანოსიძე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციებში. 2026 წლის 30 მარტს მან პარლამენტის შენობის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობაც კი დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის გამოძიება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იყო.