თბილისში დაანონსდა თურქი მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც 1 თვის წინ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია და სოხუმში ჩავიდა
25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir) ის კონცერტი, რომელმაც კანონი ოკუპაციის შესახებ დააღვია.
ღია წყარობეში არსებული ინფორმაციით, აგვისტოში თურქი მუსიკოსი, ოკუპირებულ აფხაზეთში იყო ჩასული და კონცერტი სოხუმში ჰქონდა. ეს არის ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა.
პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
ბერათ მერთ დემირი (Berat Mert Demir) თურქი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერია.