აშშ-მ პროირანული დაჯგუფებების მხარდამჭერთა წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
აშშ-მ პროირანული დაჯგუფებების მხარდამჭერთა წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - სანქცირებულთა შორის არიან ერაყის, ლიბანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და თურქეთის იურიდიული და ფიზიკური პირები.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დახმარებას უწევენ პროირანულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიბანში და „კატაიბ ჰეზბოლას“ ერაყში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ერთ-ერთი სანქცირებული კომპანიის, Ain Al-Iraq-ის მონაწილეობით ერაყის მთავრობის გარიგებები მოიცავდა ოპერაციებსაც რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან სამხედრო დანიშნულების კომპონენტების შესაძენად.