Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

11.09.26 17:55
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს  სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა შეთავაზება მოამზადა. 

12-13 სექტემბერს, Carrefour-ში sCool Card-ით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 30 ლარი)


*შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება sCoolApp-ში და საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე მომენტალურად აისახება. 

ამასთან, 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, Carrefour-ში Student Card-ით გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. 
*შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა. 

ინფორმაციისთვის, შეთავაზებით სარგებლობა Carrefour-ის ყველა ფილიალშია შესაძლებელი. 

აღნიშნულ შეთავაზებებთან ერთად, საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათის მფლობელებს 200-მდე სხვა შეთავაზებაც ელოდებათ. სრული შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
 

NS