პროკურატურა 19:00 საათზე გიორგი ბარამიძის დაკავებაზე განცხადებას გააკეთებს

11.09.26 18:07
პროკურატურა 19:00 საათზე გიორგი ბარამიძის დაკავებაზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პროკურატურა 19:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებაზე განცხადებას გააკეთებს. 

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის ბრიფინგი, დღეს, 11 სექტემბერს, 19:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.