გაუქმდა თურქი მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც 1 თვის წინ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია და სოხუმში ჩავიდა
თბილისში დაგეგმილი კონცერტი, რომელზეც თურქ DJ-ს, Berat Mert Demir-ს უნდა დეკრა, გაუქმდა.
- ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, აგვისტოში თურქი მუსიკოსი, ოკუპირებულ აფხაზეთში იყო ჩასული და კონცერტი სოხუმში ჰქონდა, რაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაა.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციისა და შექმნილი ვითარების გამო, ღონისძიების გაუქმება გადავწყვიტეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო პრობლემა და სიტუაციის შემდგომი გართულება," - აცხადებენ ორგანიზატორები. [წყარო: "რადიო თავისუფლება"]
ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვა შეწყვეტილია. ორგანიზატორთა ინფორმაციით, უკვე გაყიდული ბილეთების თანხა მომხმარებლებს სრულად დაუბრუნდებათ.
კონცერტი თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში, 25 სექტემბერს უნდა გამართულიყო.