ცნობილია მოსამართლე, ვისაც გიორგი ბარამიძის საქმე დაეწერა

12.09.26 12:16
ცნობილია მოსამართლე, ვისაც გიორგი ბარამიძის საქმე დაეწერა

ენმ-ს ლიდერის, დაკავებული გიორგი ბარამიძის სისხლის სამართლის საქმე მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს დაეწერა - სწორედ მან უნდა იმსჯელოს დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნა - საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა საქალაქო სასამართლოზე 13:30 საათზეა ჩანიშნული.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთს ლიდერს ცოტა ხანში სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაიყვანენ. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები