რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ

12.09.26 15:13
რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ? - "პირველების" ინფორმაციით, ორტომიან სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებებია. 

როგორც "პირველებმა" გაარკვია, 30-მდე პირია გამოკითხული, ძირითადად აფხაზეთის ომის ვეტერანები, რომლებიც გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ბარამიძის გადაცემაში გაკეთებული განცხადება ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის დევნის დაწყებსი საფუძვლად. 

მკაფიოდ ვამბობთ, გია ბარამიძეს განმარტება მიცემული აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არც ჩაბარებისთვის მზად მყოფი და არც ტყვედ აყვანილი პირების მიმართ არაკონვენციურ მიდგომას ადგილი არ ჰქონია

ამასთან ერთად, ხაზგასმით ვამბობ, ის ინტერპრეტაციაც კი, ბრალდების პოზიცია როგორიც არის, 318-ე მუხლი არ არსებობს, რადგან 318-ე მუხლისთვის უნდა იყოს მკაფიო მტკიცებულება, დადასტურებული, რომ განზრახ მოქმედებს ადამიანი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და რომ ქმედება საქართველოს დასუსტების მიზნით არის და რომ ამ აქტიურ ქმედებას სახელმწიფოთა ორგანოს ან სხვადასხვა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ხელშეშლა მოჰყვა. მოცემულ საქმეში არც ერთი ეს კომპონენტი არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ ენმ-ს ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იხილავს.

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები