დღეიდან "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა

01.12.21 10:02
დღეიდან "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა

დღეიდან, 1 დეკემბრიდან ე.წ. "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მწვანე სტატუსი ექნებათ. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მსგავსი სიახლეები