პეკინის ქუჩაზე მდებარე "აი პლიუსის" მაღაზია გაქურდეს

01.12.21 11:47
პეკინის ქუჩაზე მდებარე "აი პლიუსის" მაღაზია გაქურდეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ,,აი პლიუსის" მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. წაღებულია მობილური ტელეფონები. 

მაღაზიის გაქურდვის  კადრები  სათვალთვალო  ვიდეოკამერამ დააფიქსირა. 

ძარცვა მოხდა გამთენიისას დილის 5:30 საათზე, მივიღეთ სიგნალი, რომ ვიღაც შევიდე, იყო 2 პიროვნება", - ამბობს მაღაზიის მენეჯერი. 

"აიპლიუსის" მაღაზიაში "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მაღაზიას ძარცვავენ. პოლიციას დამნაშავე ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

 

მსგავსი სიახლეები