"არა მონობას" - საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოს ეზოში

01.12.21 13:18
"არა მონობას" - საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოს ეზოში

გიგი უგულავას სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები  პოლიტიკური მოტივით დაკავებულ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ივანიშილის მორჩილი პოლიცია ყველას ვერ დააკავებს. 

ჩვენი მთავარი მიზანია „არა მონობას“, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში პირადად ბიძინა ივანიშვილის მონებად იქცა პოლიცია, რომელიც ებრძვის ყველა მოქალაქეს, რომელიც თავისუფლად დააფიქსირებს თავის აზრს. ამიტომ ჩვენი აქცია-პერფორმანსი დღეს სასამართლოსთან პირველ რიგში მხარდაჭერაა და შემდეგ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ყველას ვერ დაგვაკავებენ და  ყველა პოლიტიკურინ პატიმარი უნდა იყოს აუცილებლად თავისუფალი ამ ქვეყანაში, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

 

მსგავსი სიახლეები