ცნობილია, როდის მიიღებენ ბავშვები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“
კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო გვიშიანმა განუცხადა.
მედიკამენტი საქართველოში 7 სექტემბერს შემოვიდა და ამ ეტაპზე, ექიმების გადამზადება მიმდინარეობს.
„ჯივინოსტატი“ შემოსულია, 7 სექტემბერს ღამე ჩამოვიდა. კომპანიის წარმომადგენლებთანაც გვქონდა შეხვედრა. „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს პერიოდში უკვე ბავშვები მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან სწრაფად მოხდა საქართველოს შემთხვევაში ამის მიღწევა. ჩვენ მშობლებიც ვესწრებოდით ამ შეხვედრას.ბავშვები მედიკამენტის მიღებას დაიწყებენ ოქტომბრის თვიდან. ახლა ექიმების გადამზადება ხდება, ტრენინგები ტარდება. შესაძლოა, უკვე მიიღონ ოქტომბრის დასაწყისიდან, თუმცა ოქტომბრის თვეს არ გაცდება ბავშვებმა რომ მიიღონ მედიკამენტი.ამ მედიკამენტის მიღება 6 წლიდან ბავშვებშია შესაძლებლები, რომლებიც დადიან და არ არიან ეტლს მიჯაჭვულები. გათვლილია ყველაზე. წამლის მიღებას ზედა ზღვარი არ აქვს, თუმცა ეტლს არ უნდა იყოს მიჯაჭვული“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.