2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს - 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

16.09.26 13:07
2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს - 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 161 შემომწირველისგან.

შემოწირულებების ოდენობით შემდეგ მოდიან „ლელო“ - 306 900 ლარით, „ხალხის ძალა“ - 273 000 ლარით, „ნეიტრალური საქართველო“ - 197 329 ლარით და „თავისუფლების მოედანი“ - 125 106 ლარით.

„ქართული ოცნება“ ლიდერობს პოლიტიკური რეკლამის ხარჯებითაც - აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პარტიამ რეკლამაზე 941 905 ლარი დახარჯა. ცხრა პარტიის სარეკლამო ხარჯმა კი ჯამში 1 159 058 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის ზედამხედველობის უფლებამოსილება კანონით აქვს მინიჭებული.

მსგავსი სიახლეები