რამდენი ბაღის აღსაზრდელი რჩება იაშვილის კლინიკაში და როგორია მოწამლული ბავშვების მდგომარეობა
იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 4 დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი სტაციონარში რჩება.
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
სოფიო ცერცვაძის თქმით, ბავშვები სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან არიან.
გუშინ საღამოდან ჰოსპიტალს 11-მა პაციენტმა მომართა. პაციენტებს აღენიშნებოდათ გულისრევა და მუცლის ტკივილი.
ყველა პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 4 პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება.
ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვება“,- აღნიშნა სოფიო ცერცვაძემ.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.
ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა:
- 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.
ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.