ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნების შედეგები ცნობილია
არაღიარებული ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სასურველმა კანდიდატმა, მარატ კამბოლოვა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებში 88 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიცნეს.
- კომისიის თავმჯდომარის, ემილია გაგიევას ინფორმაციით, ხმების 40%-ის დათვლის შედეგად კამბოლოვს 88.4% აქვს.
- მეორე ადგილზეა მურატ ვალიევი (4.3%), მესამეზე - ყაზბეგ კოდოევი (1.1%), ხოლო ბოლო ადგილზე - ზურაბ კოკოევი (1%).
- სამივე კონკურენტმა კამბოლოვს გამარჯვება უკვე მიულოცა.
- გაგიევას ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 73,2% შეადგინა.
კამბოლოვმა "გამარჯვების გაფორმების" შემდეგ ხალხსაც მიმართა და მათ უთხრა, რომ დღეიდან ცხინვალი უფრო ძლიერი გახდება. ე.წ არჩევნებს არ ენდობა არავინ რუსეთის მოკავშირეების გარდა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს რომ არ ცნობენ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა. განცხადებები გაავრცელეს და ეს პროცესი დაგმეს საქართველოს სხვა მთავარმა მოკავშირეებმაც.