დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში, ავტომობილის სალონში მოწყობილი სამალავით, 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ შემოჰქონდა

19.09.26 10:44
დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში, ავტომობილის სალონში მოწყობილი სამალავით, 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ შემოჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან  ნივთმტკიცებად ამოიღეს, 2 შეკვრად დაფასოებული 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.