რუსეთიდან იუწყებიან, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა
რუსეთიდან ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევის შესახებ იუწყებიან - როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა აცხადებს, მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
"ეს თავდასხმა გრძელდება და ის ძლიერი და მასშტაბურია“, - განაცხადა პამფილოვამ.
მისი თქმით, მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
„ყველა თავდასხმა მოგერიებულია. ტექნიკური სპეციალისტები ვითარებას სრულად აკონტროლებენ“, - აღნიშნა რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების მეორე დღეა გუშინ. ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 18-20 სექტემბერს გაგრძელდება