ნარკოოპერაცია ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ - თურქეთში 18 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გაიცა, მათ შორისაა არას ბულუთ ინემლი
ნარკოოპერაცია ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ - სტამბოლის პოლიციამ ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში 18 ეჭვმიტანილის მიმართ დაკავების, ჩხრეკისა და ბიოლოგიური კვლევების ჩატარების ორდერები გასცა.
ეჭვმიტანილებს შორის არიან არას ბულუთ ინემლი, სეიფულაჰ საჰირი, მელის სეზენი, მელის იშითენი და სხვა თურქული კინოს ვარსკვლავები.
18-ვე პირი განყოფილებაში გუშინვე გადაიყვანეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას აქვს მასალები, რომლებიც მიუთითებს ნარკოტიკული და მასტიმულირებელი საშუალებების მოხმარების, მათი მოხმარების ხელშეწყობის ან ამისთვის ადგილის მიწოდების ეჭვებზე.
საქმეზე ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულმა მელის იშითენმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელიც სასამართლოში გადაყვანამდე გაათავისუფლეს.
„ოპერაციის ფარგლებში, რომლის შესახებაც ყველამ დიდი ხანია ვიცით, გუშინ დილით, ადრე, ჩემი სახლიდან წამიყვანეს, სადაც ჩემს ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ.
სამართალდამცავებს პირდაპირ გადავეცი ჩემი ტელეფონი და ყველა პაროლი.
ჩვენების მიცემის შემდეგ, სასამართლოში გადაყვანამდე გამათავისუფლეს. მანამდე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაწესებულებაში მოთხოვნილი ტესტებიც ჩავაბარე.რაც შეეხება ტესტების შედეგებს, საკუთარ თავთან დაკავშირებით ოდნავი ეჭვიც კი არ მაქვს.“
ცნობისთვის, გასულ თვეებში სტამბოლის პროკურატურამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ათეულობით ცნობილი პირის დაკავების ორდერი გასცა. მათ შორის იყო ცნობილი თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია და ჰანდე ერჩელიც.