პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.
მისი თქმით, „მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.
არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი დაადასტურა.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს მეთაურის რანგში ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესების შესაბამისად“, - აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადებული შედეგების თანახმად, პირველ ადგილს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი იკავებს.