სტიქია აჭარაში - ბათუმში 6 ბალიანი შტორმია

01.12.21 17:23
სტიქია აჭარაში - ბათუმში 6 ბალიანი შტორმია

უამინდობა აჭარაში - ბათუმში 6 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. შავისზღვისპირეთში ძლიერი სტიქია მძვინვარებს.

ძლიერმა ტალღებმა ინერტული მასა სანაპიროსა და საფეხმავლო ბილიკზე გამორიყა. უხვი ნალექის გამო სანიაღვრე არხებში წყლის გატარება შეფერხდა. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში უამინდობა ხვალამდე გაგრძელდება. 

 

მსგავსი სიახლეები