გამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატი

21.09.26 12:30
გამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

მხარეები შესავალი სიტყვებისთვის ემზადებიან. სხდომის დაწყებამდე კი კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულის ადვოკატმა, დავით სიმონიამ განაცხადა, ახობაძე დუმილის უფლებით სარგებლობს.

ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. ჩვენ საჯაროობას ვუჭერთ მხარს და სხდომის დახურვასთან დაკავშირებით არის ის, რომ საჯარო იყოს. თუ შესაძლებლობა იქნება, ამ პოზიციას დავაფიქსირებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რასაც ამ ეტაპზე საჯაროდ აჟღერებს, არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს არანაირ აღიარებაზე წასვლას იქიდან გამომდინარე, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს",- განაცხადა სიმონიამ.

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები