ხმაური ე.წ. დეზერტირების ბაზართან

21.09.26 13:43
ხმაური ე.წ. დეზერტირების ბაზართან

ხმაურია ამ წუთებში ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან -  მოვაჭრეებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც ბაზრის ადმინისტრაციამ მათ შენობის დატოვება მოსთხოვა.

თვითდასაქმებულები ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენებას აპროტესტებენ და ახსნა-განმარტებებს მერიის გან ითხოვენ.

მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად და ადგილზე კალაძის უწყების წარმომადგენლის მისვლის მოთხვნით გზაც გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ ისინი გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანა.

როგორც თვითდასაქმებულები "პირველებთან" საუბრისას ყვებიან, ისინი არა პირებენ სამუშაო ტერიოტორიის დათმობას. ადგილზე რჩებიან და გააპროტსტებენ იქამდე, სანამ სამუშაოები არ შეწყდება ბაზრის ტერიტორიაზე.

ფოტო: მაუწყებელი