კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი მამამ შიმშილობა გამოაცხადა - ოჯახი აქციებს იწყებს

22.09.26 14:30
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი მამამ შიმშილობა გამოაცხადა - ოჯახი აქციებს იწყებს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი პერმანენტულ აქციებს იწყებს -  ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი, წელებია ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. 

ჩარკვიანი პროკურატურასთან ერტადერთი მოთხოვნით დგას – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. გარდაცვლილის მამამ საგანოძიებო უწყებასთან შიმშილობა გამოაცხადა და მთავარ პროკურორთან გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას მოითოვს.

აქციას შეუერთდნენ სხვა ადვოკატებიც. მათი თქმით პროტესტი არ შეწყდება სანამ საქმეზე სათანადო და ეფექტური რეაგირება არ განხორციელდება.

პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება 2025 წლის თებერვალში წარუდგინეს. 

2023 წლის ნომებერში საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ამავე კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს წარუდგინეს ბრალდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე გათავისუფლდა. კიდევ ერთი პირი, ვისაც ბრალდება წარუდგინეს ქეთევან ცერცვაძეა.