ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მასზე თავდასხმას "გამოგონილ ზღაპარს" უწოდებს
"აბსოლუტურ სიცრუეს" და "გამოგონილ ზღაპარს" უწოდებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მას პროკურატურასთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
უფლებადამცველი ირაკლი ჯანყარაშვილის საპასუხოდ ამბობს, რომ "ბედნიერია, როცა ასეთი სამარცხვინო რეპუტაციის მქონე პირი ებრძვის".
"ყოველი ჩემი გამარჯვების შემდეგ გამოდის და ახალ-ახალ აბურს იგონებს, ახლა მოიგონა, რომ თითქოს მე მეცემეს", - ამბობს ვიდეო-მიმართვაში ტარიელ კაკაბაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ჯანყარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ადვოკატის ცემის ფაქტი მთავარ პროკურატურასთან, კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მოხდა.
უნდა აღინიშნოს რომ საგამოძიებო უწყებასთან კოლეგის, გაიოზ ჩარკვიანის მხარდასაჭერად მისული ადვოკატებსი ნაწილი ჯანყარაშვილს FACEBOOK-ზე უწერს, რომ მსგავს ფატს ადგილი არ ჰქონია.
"პირველები" ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.