ამოღებულია „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“ და „კანაფი“ - დაკავებულია 4 პირი

24.09.26 10:43
ამოღებულია „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“ და „კანაფი“ - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. 

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული  სხვადასხვა ადგილიდან  ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ  დაფასოებული 126 შეკვრა განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები