"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე საბავშვო ბაღის წინ სროლა იყო

24.09.26 15:24
"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე საბავშვო ბაღის წინ სროლა იყო

 

 

"პირველების" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სროლა იყო ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, სამი გასროლა წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძემ  წყალსადენის შენობის ეზოდან განახორციელა. 

სროლის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" უდასტურებს ბაღის დირექტორი, ლია გოგიტიძეც,  თუმცა ირწმუნება, რომ გასროლა ბაღის ტერიტორიაზე არ მომხდარა. 

დირექტორის კომანტარით ასევე ირკვევა, რომ ადგილზე სამართალდამცველები არ გამოუძახებიათ და არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

კი წინ წყალკანალია. სროლა იყო, ხმა გავიგეთ და გამოვედით, თუმცა ბაღის ტერიტორიაზე არ უსვრიათ, ზემოთ ისროლეს ჰაერში. არვიცით არაფერი მეტი. სამჯერ იყო ალბათ გასროლა.  პოლიციაში დასარეკი არ იყო, თორემ დავრეკავდი. მერე სროლა იყო, გავედით გარეთ. იქით ტყეა მდინარის პირია  და იქეთ სროლა იყო, მაგრამ ისეთი კი არა, "ვაიმე, გამიშვი, დამაკავე ყოფილიყო",- ამბობს დირექტორი.  

"პირველები" სატელეფონო კავშირზე გავიდა წყალკანალის დირქტორთან, თუმცა სულხან გვარჯალაძე სროლის შესახებ  ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ "მწყერის სეზონის გამო მონადირეები ისვრინა".

მე გასული ვიყავი, არა რა მისვრია, რას ლაპარაკობთ. დამირეკეს კი მეც და რავიცი ტყეეა, მონადირეები დადიან. სანადირო ტერიტორიაა, მწყერის სეზონია და ნადირობენ. ჩვენს ტერიტორიაზე არ ყოფილა, ჩვენ კამერები გვაქვს და არ მისვრია"- ეუბნება სულხან გვარჯალაძე "ტვ პირველს"

 

მსგავსი სიახლეები