რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - პენიტენციური

25.09.26 12:11
რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - პენიტენციური

რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - ამის შესახებ  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. 

მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს. ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.

სამსახური მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან. პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით და მსგავსი უკანონო ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები