საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავებიან.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, რის შემდეგაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მათი ექსტრადიცია მოითხოვა.
რუსეთის მხარის ცნობით, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ დიმიტრი პუშკარიოვისა და კორნეი ფედუნოვის ექსტრადიციას . 2023 წელს მათ შექმნეს დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სპეციალიზებული იყო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში: ბრალდებულებმა ააწყვეს აკრძალული ნივთიერებების მიწოდება და გასაღება, ასევე ნარკოტიკული მცენარეების კულტივირებას ეწეოდნენ მაგადანის ოლქში.
რუსეთის ზედამხედველობის უწყებისა და უცხოელი კოლეგების შეთანხმებული მოქმედებებით, მიღწეულია დადებითი გადაწყვეტილება გაქცეულების გადმოცემის შესახებ. ბადრაგის თანხლებით მათ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში ჩამოიყვანენ, - განაცხადა რუსეთის გენპროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
24 სექტემბერს უწყებამ კადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნაჩვენებია პატიმრების გადაცემა ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე.