"ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ქალების აქცია-პერფომანსი და შპრიცები ივანიშვილის რეზიდენციასთან
ამ წუთებში ქალების აქცია-პერფომანსი იმართება ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან - მოქალაქეებს შუშის სასახლესთან შპრიცები აქვთ მიტანილი და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.
"ბარიგებით სავსე საქართველო" - "ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ეს წარწერებია გამოსახული ბანერებზე, რომელიც ქალებს ხელში უჭირავთ.
აქციის ორგანიზატორები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების ნარკოტიკებოთ გარდაცვალება უნდა დასრულდეს.
ეს შპრიცები არის სიმბოლო ბიძინა ივანიშვილის მმართველობის და "ოცნების". ამ შპრიცებით და ნარკოტიკებით გვიკლავს ბიძინა ივანიშვილი ყოველ დღე ათეულობით ახალგაზრდა.
ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა აქცია ბარიგების დიდ თავშესაფრად, რადგან თვითონ არის ამ ქვეყნსი მტავარი ბარიგა, რომელიც ხელს აფარებს ნარკო-ბიზნესსდა კლავს ქართულ გენოფონდს.
ჩვენ დღეს აქ მოვედით ქალები, დედები, აქ არიან დები, ბებიები, რომლებიც არიან გამწარებულები იმის გამო, რომ მათი შვილები უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს შპირცები, როგორც სიმბოლო მისი მმართველობის, ქათველი გოგო-ბიჭების დაწამვლის ნარკოტიკებით, არის ის, რაც მას არასოდეს შერჩება", - აცხადებს ანი წითლიძე.