"ჩორჩანას საქმე" გახარიას წინააღმდეგ - "პირველების" ინფორმაციით, სასამართლოში დღეს ვატო შაქარიშვილი და ირაკლი ანთაძე იკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ჩორჩანას საქმეზე" სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს - "პირველების" ინფორმაციით, დრევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, საქმის გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე და "ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი.
უცნობია, თუ რას უკავშირდება ამ უკანასკნელის მოხვედრა პროკურატურის მოწმეთა სიაში და რა ჩვენება უნდა მსიცეს სასამართლო ვატო შაქარიშვილმა.
რაც შეეხება ირაკლი ანთაძეს, ის მრავალი წელია, იმ ერგნეთის შეხვედრების მთავარი მონაწილეა, სადაც უკანონო ბორდერიზაციის საკითხი განიხილება. მასვე აქვს ინფორმაცია ჩორჩანა საგუშაგოს ჩადგმის შესახებაც, ამიტომაც საინტერსოა, თუ რას იტყვის ის და მისცემს თუ არა ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.