კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ ვინმეს შეურაცხყოფისთვის, კატეგორიულად მიუღებელია
როდესაც სცენას იყენებ ვინმეს შეურაცხყოფისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებას.
კალაძის მტკიცებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება უნდა მოხდეს კორექტულად და არა შეურაცხყოფის ფარგლებში.
„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ, როგორც ამ უსამშობლო ადამიანების პატრონები გარედან გვეუბნებიან, რომ შეურაცხყოფით, ცილისწამებით, მუქარით და ფიზიკური გასწორებით ვიმოქმედოთ, ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის დანაშაული და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს კორექტულობის, კანონისა და წესიერების ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" გადაიდო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფესტივალის ორგანიზატორმა "დანიის კულტურის ინსტიტუტმა", რომელმაც გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.
"უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, "კამარა ფესტივალი" დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო.