"ჩორჩანას საქმე" - ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება "ვარაუდების საფუძველზე" მისცა

25.09.26 17:57
"ჩორჩანას საქმე" - ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება "ვარაუდების საფუძველზე" მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს ჩვენება მისი "ვარაუდების საფუძველზე" მისცა.

"ხო ვარაუდია, აბა რა არის" - უთხრა დღეს "პირველებს" დასმული კითხვის საპასუხოდ "ნეიტრალური საქართველოს" წევრმა. 

ისევე როგორც მისი დაცვის ხმარემ, ვერ წარმოადგინა ვერცერთი თუნდაც კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომელიც გააქარწყლებდა იმ ვარაუდს, რომელსაც მე გამოვთქვავ საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს წინაშე. ხო ვარაუდია, აბა რა არის". - განაცხადა შაქარიშვილმა. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის ადვოკატი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ შაქარიშვილმა სხდომაზე "დიფ-სთეითის" დაკვეთაზე და გამოგონილ ამბებზე ილაპარაკა. 

არანაირი ინფორმაციის მატარებელი ვახტანგ შაქარაშვილი ვერ იქნებოდა ჩორჩანს საქმეზე, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - არ ეჭირა მას ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც რაიმე სახის ინფორმაციასთან წვდომას მისცემდა. მისი მტელი მონათხრობი არის შეკვეთილი და ცრუ დანოსზე დაფუძნებული. მე, როგორც ყოფილ პროკურორს, შემრცხვა, რომ  ეს ადამიანი პროკურატურის მოწმედ იყო გამოძახებული და საუბრობდა რღაც დიფ-სტეიტზე და ამერიკის დაკვეთით ჩატარებულ ღონისძიებაზე.  ეს ადამიანი ჩემს კაბინეტთან იყო ატუზული და გიორგი გახარიასთან პერსონალური თხოვნებით დარბოდა". - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

  • საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.