გაფრთხილება: ამინდი მკვეთრად უარესდება

28.09.26 14:58
გაფრთხილება: ამინდი მკვეთრად უარესდება

 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო) - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები